პოლ სამუელსონი (Paul Samuelson)

თავი I ელემენტი
თარგმანი: გურამ კოკაია
                    განათლების მეცნიერებათა მაგისტრი
                    University of East Anglia
                    განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი

წყარო: Robinson, K. Aronica, L. (2009) The Element: How Finding Your Passion Changes Everything. London: Penguin Books, pg. 7



      ყველა წარმატებული ადამიანი ცუდად არ სწავლობდა სკოლაში და მოსწონდა კიდეც სკოლა. პოლი ჯერ კიდევ უმაღლესი სკოლის (იგულისხმება სკოლის დამამთავრებელი კლასები) კარგი ნიშნების მქონე მოსწავლე იყო, როცა პირველად შეაბიჯა ჩიკაგოს უნივერსიტეტის (University of Chicago) სალექციო დარბაზში. ის ვერ ხვდებოდა, რომ უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელი იყო ეკონომიკის სწავლებაში. მან მხოლოდ იცოდა, რომ უნივერსიტეტი მის სახლთან ახლოს იყო. წუთების შემდეგ, როგორც მან სტატიაში დაწერა, ის „თავიდან დაიბადა“. „იმ დღეს ლექცია იყო მალთუსის (Malthus) თეორიაზე. თეორიის მიხედვით, ადამიანთა პოპულაცია გაიზრდება კურდღლების პოპულაციის მსგავსად მანამ, სანამ ადამიანთა სიხშირე ერთ აკრ მიწაზე არ შემცირდება მათ მინიმალურ საარსებო რაოდენობის დონემდე - როცა სიკვდილისა და დაბადების სიხშირე თანაბარია. ასე რომ ადვილი იყო ამ დიფერენციალური განტოლების გაგება. ის რასაც მე მივიჩნევდი (მცდარად მივიჩნევდი), რომ მე მაკლდა რაღაც იდუმალი სირთულე“.
       იმ წუთას დოქტორ პოლ სამუელსონის۲ (Paul Samuelson), როგორც ეკონომისტის ცხოვრება დაიწყო. ეს არის ცხოვრება, როგორც თავად აღწერს, „სრული სიამოვნება“. ის პროფესორია მასაჩუსეტსის ტექონოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT), გახდა საერთაშორისო ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი (International Economic Association), დაწერა რამდენიმე წიგნი (მათ შორის ყველა დროის, ყველაზე გაყიდვადი, ეკონომიკის სახელმძღვანელოები) და ასობით სტატია, აქვს დიდი გავლენა საჯარო პოლიტიკაზე და 1970 წელს გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი ეკონომიკაში.
    „როგორც ნაადრევად განვითარებული ახალგაზრდას, ყოველთვის კარგად გამომდიოდა ლოგიკური მანიპულაციები და იტელექტის (IQ) ტესტის თავსატეხების ამოხსნა. ასე რომ თუ ეკონომიკა ჩემთვის იყო შექმნილი, შეიძლება ითქვას, რომ მეც ეკონომიკისთვის ვიყავი შექმნილი. არასოდეს ნაკლებად არ შეაფასო სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისა, რომ ადრეულ ცხოვრებაში იპოვო სამუშაო, საქმე, რომელიც შენთვის იქნება თამაში. ეს აქცევს დაბალი მიღწევების მქონე ადამიანებს, ბედნიერ მეომრებად.“

გაგრძელება იქნება

۲ პოლ სამუელსონი გარდაიცვალა 2009 წელს.